შსს-მ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე შესაძლო კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაციის შესწავლა დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, დაიწყება გამოძიება.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაზიარდა დონალდ ტრამპის „ტვიტი“, სადაც ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტის გვერდიდან აღნიშნული „ტვიტი“ წაიშალა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერის“ გვერდზე დონალდ ტრამპის პოსტის გადაზიარება სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომა იყო. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის „ტვიტერზე“ ტრამპის პოსტის გაზიარება კიბერთავდასხმას უკავშირდებოდეს.

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე საქართველოს პატრიარქის ეპისტოლეზე დავით ბერძენიშვილის მოსაზრებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაარის თუ არა რეზონანსული მარტვილში 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობა-კამათი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე