დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ არდადეგების გახანგრძლივების საკითხი კორონავირუსთან დაკავშირებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.
გამყრელიძე აცხადებს, რომ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარების მიხედვით, გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრთან არებული საბჭო მიიღებს, გახანგრძლივდეს თუ არა არდადეგები.
სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში არდადეგები ამ დროისთვის 16 მარტამდე არის გამოცხადებული.