არჩილ თალაკვაძე ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას ღირსეულს უწოდებს

ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც სადეპუტატო მანდატი დატოვა.

არჩილ თალაკვაძემ ზარდიაშვილს გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„მან საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და საქმე ვაკეთოთ. ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ საკუთარ გუნდს და პრინციპებს პატივს სცემს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვანო ზარდიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და დეპუტატის მანდატს ტოვებს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – ვანო ზარდიაშვილი თავისი გადაწყვეტილებით წავიდა, მმართველ გუნდში მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ არის
შემდეგი სტატიამარტვილის N2 საბავშვო ბაღში წყალსა და რძის პროდუქტებში მიკრობიოლოგიური დარღვევა აღმოჩნდა