არჩილ თალაკვაძე : ფაროსანას პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა, მოხალისეთა კორპუსი გააქტიურდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი “ევროპული საქართველოს” მოთხოვნას, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ეხმაურება და აცხადებს, რომ მას ამ მხრივ მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია მიაჩნია მიზანშეწონილად:
“რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც მოთხოვნილი აქვს თუნდაც ოპოზიციას, არის დაგეგმილი, უკვე არის განხორციელების პროცესში. გარკვეული სტატუსების მინიჭება არის მეორეხარისხოვანი, ვიდრე ის ღონისძიებები, რის გატარებასაც ვაპირებთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ მოხდეს მოხალისეთა კორპუსის მობილიზაცია და ფერმერთათვის, სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისთვის კიდევ უფრო მეტი დახმარების უზრუნველყოფა ადამიანური რესურსის თვალსაზრისით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისურსათის სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : „ჰარი-ჰარალე“ და გაურკვეველი საქმიანობები დამთავრდა