სურსათის სააგენტომ 2 ტონაზე მეტი ვადაგასული ხორცი გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტი შპს „აგროფერმა.”

აგროფერმაში მიმდინარე წელს, შემოწმებების შედეგად, სააგენტოს წარმომადგენლებმა 2 ტონაზე მეტი ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

ხორცი მაღალი რისკის სურსათია. მომხმარებლის ჯანმრთელობის და ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს აქტიურად ახორციელებს.

banner
წინა სტატიაში„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ფაროსანას პრობლემასთან გასამკლავებლად საჭიროა, მოხალისეთა კორპუსი გააქტიურდეს