არჩილ თალაკვაძე : ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის

პრეზიდენტის შვილის მიერ გაკეთებული განცხადება საკმაოდ ხმამაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად და ობიექტურად ჩატარდეს- აცხადებს უმრაველესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

,,პრეზიდენტის შვილმა მართლაც ხმამაღალი განცხადება გააკეთა. რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც დაწყებულია კონკრეტულად ამ საქმეზე, ჩვენ მივადევნებთ თვალს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოძიება დროულად, ობიექტურად დასრულდება. ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენიტს ოჯახიდან მოდის”, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაში“როცა პრეზიდენტის შვილი ამას საჯაროდ ამბობს, აუცილებელია აღიძრას საქმე” – ინაშვილი ნარკოტიკის “ჩადებაზე”
შემდეგი სტატიაპატრიარქი : ეს დაუსრულებლად არ შეიძლება გაგრძელდეს, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები