“როცა პრეზიდენტის შვილი ამას საჯაროდ ამბობს, აუცილებელია აღიძრას საქმე” – ინაშვილი ნარკოტიკის “ჩადებაზე”

ქვეყნის ნარკოპოლიტიკისა და ხელისუფლების მისამართით გაჟღერებული ბრალდებების შესახებ კომენტარები პარლამენტში კეთდება. პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “პატრიოტთა ალიანსის” წევრები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს. ირმა ინაშვილის თქმით, ნარკოტიკების ჩადება დაუშვებელია.

“რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის შვილია, თუ უბრალოდ მოქალაქის შვილია და არის მასზე ზეწოლა, თუმცა როცა პრეზიდენტის შვილი ამას საჯაროდ ამბობს, აუცილებელია აღიძრას საქმე, დაიწყოს გამოძიება, წამლის ჩადებით თემა რატომღაც გახდა ბოლო დროს აქტუალური და არაერთი ასეთი ფაქტის მომსწრე გავხდით ჩვენ და მიდის გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს უნდა აღიკვეთოს, რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი, რა თქმა უნდა ეს არის დაუშვებელი და ყველა ვინც ამას აკეთებს, ის უნდა დაისაჯოს” განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„როგორც ჩანს, ქართული ოცნება ვეტოს დაძლევს საკუთარი რიცხობრივი უპირატესობის ფონზე“- აბესაძე
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის