არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს.

როგორც თალაკვაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორემ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

„დღეს სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქი ჩაატარებს საზეიმო წირვას. მისი აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, დიდი ღვაწლი, სამსახური ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა, ეკლესია- მონასტრების აღდგენა, რწმემაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება საქართველოში და სხვა ბევრი საქმე, რაც ამ 42 წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის. მინდა, მივულოცო მას, ვუსურვო დღეგრძელობა და მთელს ქვეყანას მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდიას ოჯახი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გამო მოძრაობა შეიზღუდება