არჩილ თალაკვაძე – გვაკრიტიკებენ, რომ წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეები დღემდე მუშაობენ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური კულტურის შეცვლისკენ მიუთითებს

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 17:16

არჩილ თალაკვაძე – გვაკრიტიკებენ, რომ წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეები დღემდე მუშაობენ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური კულტურის შეცვლისკენ მიუთითებს

გვაკრიტიკებენ, რომ წინა ხელისუფლების საჯარო მოხელეები დღემდე მუშაობენ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური კულტურის შეცვლისკენ მიუთითებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„ყველა წინა ხელისუფლების ცვლილების დროს რეალური ტრადიცია იყო, რომ ხდებოდა მთელი საჯარო სამსახურის წმენდა, მისი მთლიანად პარტიული კადრებით დაკომპლექტება. ამ წლების განმავლობაში, არაერთი ადამიანი გვაკრიტიკებს იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს საჯარო სამსახურში მყოფი პირები დღემდე მუშაობენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს პოლიტიკური კულტურა რეალურად შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“. ამ დროს არის აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაში, მაგრამ დღეს ამის მოწოდება, რომ ვიღაცამ პოლიტიკური ამინისტია უნდა გამოაცხადოს, ვფიქრობ, უბრალოდ, დროში ჩამორჩება მოვლენებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 17:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics