არჩილ ტატუნაშვილს ექსპერტიზა რუსეთის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდება

არჩილ ტატუნაშვილი

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს ექსპერტიზა რუსეთის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდება.

ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი თქვა. უარის მიზეზად კი, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა რუსეთის ფედერაციიდან ექსპერტების ჩართვა დაასახელა და განაცხადა, რომ ცხედარს ოჯახს რამდენიმე დღეში, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გადასცემენ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის რიგგარეშე შეხვედრა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით დაინიშნა. შეხვედრაზე ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და დაკავებულების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმოკლეს ვადაში გადმოსვლის საკითხები განიხილეს

banner
წინა სტატიაშითბილიში „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით აქცია გაიმართა
შემდეგი სტატია„ომეგა ჯგუფი“ ტელეკომპანია „იმედს“ სიცრუეში ადანაშაულებს