თბილიში „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით, თბილისში აქცია „სამართალი ხოჯალოს“ ჩატარდა, რომელიც მეტრო რუსთაველთან ბუკლეტების დარიგებით დაიწყო, რომელშიც 1992 წლის 26 თებერვლის ხოჯალოს გენოციდზე იყო ინფორმაციები და გაგრძელდა მსვლელობით, რომელიც თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.
„ჩვენი აქციის მიზანია დავგმოთ ზოგადად გენოციდი, მათ შორის ხოჯალოს გენოციდი და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ გენოციდის მსხვერპლებს. მოგეხსენებათ, რომ ხოჯალოს ტრაგედია, როგორც გენოციდი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საპარლამენტო აქტებით. მათ შორის, ფაქტი, როგორც გენოციდი, აღიარეს ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოლუმბიის, ჩეხეთის, ჰონდურასის, იორდანიის, მექსიკის, პაკისტანის, პანამის, პერუს, რუმინეთისა და სუდანის პარლამენტებმა, აგრეთვე, შეერთებული შტატების ოცი შტატის საკანონმდებლო ორგანომ. კარგი იქნება, თუ ამ გენოციდის გენოციდად აღიარება მოხდება ყველგან, რომ ჩვენს კავკასიის რეგიონში მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს“ – აცხადებს „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ თავმჯდომარე მოხუბათ იმანოვი.

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ხელისუფლებას ერთ ადგილზე რომ უკბინოს ფაროსანამ მერე სად მიდის?
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილს ექსპერტიზა რუსეთის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდება