არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ! – სერგო რატიანი

„30 აპრილს პარლამენტის სხდომაზე განვაცხადე, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯებიდან 7 მლნ. ლარი არ/ვერ გახარჯა და ეს თანხა დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. განცხადებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაძემ უპასუხეს – თითქოსდა, ჩემმა მეგობრებმა შეცდომაში შემიყვანეს.

ფაქტების კიდევ ერთხელ გადამოწმების შემდეგ, მინდა მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია:

 

ოზურგეთის საკრებულოს მუნიციპალიტეტის 2019 წლის 13 მარტის N8 დადგენილებით: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სახსრების ნაშთმა 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგინა 7 409 887,7 ლარი. მათ შორის:

ა) საკუთარი ნაშთი – 5 021 666,80 ლარი;

ბ) ევროკავშირის გრანტის ნაშთი – 41295,79 ლარი;

გ) მიზნობრივი ტრანსფერის ნაშთი – 20 454,78 ლარი;

დ) საქართველოს მთავრობის #1993 განკარგულება (29.10.2018 წ.) – 263 086,77 ლარი;

ე) საქართველოს მთავრობის #957 (03.05.2018 წ) განკარგულება (სტიქია) – 1 051 755,14 ლარი;

ვ) საქართველოს მთავრობის #2168 (09.11.2018 წ) განკარგულება (სტიქია) – 459 695, 28 ლარი;

ზ) საქართველოს მთავრობის #1525 (21.07.2017 წ) განკარგულება (სტიქია) – 158 717,71 ლარი;

თ) საქართველოს მთავრობის #840 (19.04.2018 წ.) განკარგულება (სტიქია) – 41 440,95 ლარი;

ი) საქართველოს მთავრობის #265 (19.02.2016 წ.) განკარგულება (სოფლის პროექტები) – 5 096,93 ლარი;

კ) საქართველოს მთავრობის #136 (18.01.2018 წ.) განკარგულება (რეგიონალური პროექტები) – 346 677,55 ლარი;

 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ არ არის გახარჯული და, შესაბამისად, 2018 წელს არ შესრულდა:

  • სტიქიით დაზარალებულთა მიმართ ვალდებულებები;
  • სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაობები;
  • არ მოხდა ევროკავშირის გრანტის თანხის ათვისება.

 

ამასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ:

  1.   01 00 – წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (გეგმა  – 4864,3  ათ. ლარი, შესრულება – 4705,0 ათ. ლარი,   გეგმის 96,72 %);
  2.   02 00 – თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (გეგმა – 148,0 ათ. ლარი, შესრულება – 148,0 ათ. ლარი, გეგმის  100 %);
  3.   03 00 – ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (გეგმა – 20509,8  ათ. ლარი,  შესრულება – 15945,2  ათ. ლარი, გეგმის 77,74 %);
  4.   04 00 – განათლება (გეგმა – 3988,1 ათ. ლარი,  შესრულება – 3688,6 ათ. ლარი, გეგმის 92,49 %);
  5.   05 00 – კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (გეგმა – 3674,6  ათ. ლარი, შესრულება –  3474,0 ათ. ლარი, გეგმის 94,54 %);
  6.   06 00 – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (გეგმა 1615,0  ათ. ლარი,  შესრულება – 1410,8  ათ. ლარი, გეგმის 87,4%).

ცხადად ჩანს, რომ 4 564 600 ლარი დააკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

არჩილ, კოლეგავ, გატყუებენ! ამასთან, მზად ვარ, ფაქტების გადამოწმება გავაგრძელო.“ – სერგო რატიანი

banner
წინა სტატიაში“ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული” – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა