არჩილ გამზარდია: სხვა სახელმწიფო თავის ქვეყნის მოქალქეებს რა თანამდებობაზე დანიშნავს ეს იმ სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა საქართველოსი

“სხვა სახელმწიფო თავის ქვეყნის მოქალქეებს რა თანამდებობაზე დანიშნავს ეს იმ სახელმწიფოს პრეროგატივაა და არა საქართველოსი”-ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ვიცე-პრემიერის პოსტზე შესაძლო დანიშვნას პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი არჩილ გამზარდია.მისივე განცხადებით, თავის დროზე, როდესაც პოროშენკომ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დანიშნა სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველო შეეცადა უკრაინასთან დადებითი ურთიერთობა შეენარჩუნებინა და ეს კიდევაც მოახერხა. დღეს კი ამ “წერილების ფრიალი” პირადაპირ უკრაინის სახელმწიფოს ხელისუფლებას “ურტყამს”, რაც არ არის დიპლომატიური ჟესტი.დილემის წინაშე დგას სახელმწიფო- ერთი არის სამართალდევნილი, რომელსაც ნიშნავენ მაღალ თანამდებობაზე და მეორე არსებობს პარტნიორ სახელმწიფოსთან კომუნიკაციები და დიპლომატიური ურთიერთობები… ასეთ უცნაურ ვითარებაში რომ აღმოჩნდა ქვეყანა საკუთარ თავს უნდა მოკითხოს-განმარტავს არჩილ გამზარდია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პრესსპიკერმა განმარტა, რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან და რას გულისხმობს 2 დღით დაშვებული საგამონაკლისო წესი
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით დღეს ვარშავიდან დაბრუნდებიან