არჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმები

მიმაჩნია, რომ ე.წ. კოორდინატორების პრაქტიკა ძალიან მოძველებულია და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს – განაცხადა სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ანგარიშის წარდგენის შემდეგ დასმული კითხვების საპასუხოდ. ლომჯარია პოლიტიკურ პარტიებს და განსაკურებით მმართველ პარტიას მოუწოდა, არ მიმართოს მსგავს მეთოდებს.

ომბუდსმენმა რამდენიმე ფაქტორი გამოყო, რომელიც ხელს უშლის არჩევნების უკეთეს გარემოში ჩატარებას, მათ შორის, ისაუბრა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზეც.

“შუალედური არჩევნები ამ ანგარიშში არ მოხვდა, მაგრამ მე გავაკეთე ამ არჩევნების შეფასება. მაინც მგონია, რომ მთავარ პრობლემად ზოგადად არჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმები, განსაკუთრებით, პრობლემატურად მიმაჩნია ე.წ. კოორდინატორების ინსტიტუტების არსებობა რადგან ქართულ რეალობაში ვფიქრობ, ე.წ. კოორდინატორი არ ასრულებს პოლიტიკური პარტიისთვის ინფორმაციის შემგროვებლის ფუნქციას, ის ხშირად გამოიყენება ზეწოლისთვის. საზოგადოებას აქვს განცდა, რომ მათი ნება კონტროლდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მოძველებული პრაქტიკა და უკან სწევს ჩვენს საარჩევნო გარემოს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით მმართველ პარტიას რომ არ მიმართოს მსგავს მეთოდებს და იქნებ გავიზარდოთ უფრო მეტად პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. მოსყიდვა მიმაჩნია კიდევ ერთ პრობლემად და ის დაუსრულებელი მსჯელობა თუ ფაქტები იმაზე, რომ ამომრჩეველს აძლევენ თანხას, რაზეც არ გვქონია სამწუხაროდ რეაგირება და არავინ გვინახავს დასჯილი“,- განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია მრავალგზის დისკრედიტებული პოლიტიკოსია ქართული საზოგადოების თვალში