რომან გოცირიძე: ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა

ჭიათურაში და ზესტაფონში მთავრობამ ჩამოაცილა უცხოელი მესაკუთრეები მართვისაგან და დანიშნა დროებით მმართველი. საბაბად გამოყენებული იქნა მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელი საუკუნეა ასეა. მოაჯდნენ რა სხვის ქონებას მთავრობასთან დაახლოებული პირები, იქამდე მიიყვანეს საქმე, რომელსაც ახლა ვხედავთ.

ჭიათურაში კრიზისის შექმნის წყარო არის მთავრობა და მისი გადაჭრა შეუძლებელია მართვაში რეალური მესაკუთრეების დაბრუნების გარეშე. ყველა გადაწყვეტილება იქნება უკანონო და ყველა მოსალოდნელი შედეგი, მათ შორის მოსალოდნელი ზარალი, იქნება მთავრობის, ანუ ჩვენი ჯიბიდან ასანაზღაურებელი, როგორც ეს მოხდა ”ყაზტრანსგაზის” შემთხვევაში-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიდავით ჭიჭინაძე: თუ მაღაროელების ხმა არ ესმის მთავრობას, მაშინ მთელი ერის ხმა უნდა გაიგონოს!
შემდეგი სტატიაარჩევნებში რჩება ზეწოლის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფორმები