“არჩევნების წინ შეზღუდვების გატარების უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით საქართველოს მთავრობისთვის საგანგებო მდგომარეობის გარეშე გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლების 2021 წლის იანვრამდე გახანგრძლივება ანტიკონსტიტუციურია.

„რა თქმა უნდა, ეს არის ანტიკონსტიტუციური, არჩევნების წინ მთავრობის აღჭურვა ასეთი საგანგებო უფლებით, ყოველთვის ბადებს რისკს, რომ მთავრობა გამოიყენებს როგორც საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კამპანიის შესაზღუდად, ასევე თავად არჩევნების დღეს. ეს არის ძალიან ცუდი და ამ უფლებებით მთავრობის აღჭურვა შეიძლება, სერიოზული პრობლემა გახდეს არჩევნების დროს“, – განაცხადა რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიმცხეთაში მეორე დღეა მტკვარში ქალს ეძებენ
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე თეა წულუკიანის პარლამენტში მისვლას ითხოვს