“არჩევნების მოგებაში თვეების და შეიძლება წლების მანძილზე სულ დარწმუნებულები ვიქნებით”

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით თვეების და შეიძლება წლების მანძილზე დარწმუნებულები იქნებიან არჩევნების მოგებაში და ამის გამო მუდმივად ხელახალ არჩევნებს ვერ ჩაატარებენ. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუკი მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ არჩევნებს იგებს, მაშინ რატომ არ თანხმდებით ხელახალ არჩევენებს რათა პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს.

“ჩვენ სულ დარწმუნებულები ვიქნებით მომავალი თვეების და შეიძლება წლების განმავლობაშიც არჩევნების მოგებაშიც და ანუ სანამ დარწმუნებულები ვიქნებით თქვენ გვთავაზობთ, რომ ხელახალი არჩევნები ვატაროთ?! პოლიტიკური კიზისის განმუხტვის საშუალება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიღაც იგონებს და საზოგაოდებას ატყუებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ დროს არგუმენტი ვერ მოჰყავს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ დარღვევები კარგია, დარღვევები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ ახდენდა, სულ იყო და ამის აღმოფხვრაზე სულ უნდა ვიმუშაოთ”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მე-7 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიატინი კოქსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს