არჩევნები ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია

saganeliოთხი წელი ერთი მხრივ არის, თითქოს მცირე დრო, რომ პარტიამ საქმიანობა საზოგადოებას, ხალხს დაანახოს, თუმცა მეორე მხრივ, საკმაოდ დიდი დროა, რათა განვლილი ეტაპი შევაფასოთ და დავინახოთ, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით საგანელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია, ამ დროს უნდა მოხდეს ძალიან კრიტიკულად შეფასება განვლილი ოთხი წლის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიაში ძალიან სერიოზული, ახალგაზრდული ტალღა შემოვიდა. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს ზოგადად პარტიას. თუმცა, ასევე კარგია, რომ ბევრი ძველი სახე დარჩა. რაც ყველაზე მთავარია, მივესალმები პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილის არჩევას. იმედი მაქვს, რომ ასეთი სიახლეებით ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს არჩევნებზე და შესაბამისად 4 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული“,-აღნიშნა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგვაძე: “ინწილიგენციის” ახალი “პაროდა”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – წინასაარჩევნო პროცესებში ბიძინა ივანიშვილი აქტიურად ჩაერთვება