არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიო- უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი

ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში” აზრთა სხვადასხვაობაა. ვენეციის კომისიის დასკვნას და რეკომენდაციებს არ აღიარებს კარლო კოპალიანი. მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ არის ვალდებული ვინმეს მითითებები შეასრულოს და გადაწყვეტილებას საკუთარი პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს.

„არც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს მაგის უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ერთი და მერე მეორე, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვისაც წარმოგვიდგენენ აბსოლუტურად სუყველა გავიდეს ეს მოსამართლეები. თავის თავად ასე იქნება ეს, თუმცა ის, რომ ჩვენ ეს ვიღაცამ გვითხრას, ეს ნამდვილად მიუღებელია ჩვენთვის.“-განაცხადა კარლო კოპალიანმა.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი : ჩვენ გაგვიხსნეს კარი, რათა ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ