სალომე ზურაბიშვილი : ჩვენ გაგვიხსნეს კარი, რათა ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ – ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა ჩვენ გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო-კვიპროსის პირველი ბიზნესფორუმით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

„საქართველო ევროპის გზაზე დგას და ამდენად კვიპროსთან, რომელიც ევროკავშირის წევრია, პარტნიორობის გაძლიერება ჩვენი პრიორიტეტია. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ევროკავშირმა ჩვენ მოგვცა საუკეთესო შესაძლებლობა, გაგვიხსნა კარი საიმისოდ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი მივმართოთ მთავარი მიზნისკენ, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ამ შეთანხმებით კიდევ უფრო მეტად ფართოვდება გზა საქართველო-კვიპროსის ეკონომიკურ ურთიერთობაში, სავაჭრო ხელშეკრულება ერთ-ერთი ძირითადი შეთანხმებაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. ვიმედოვნებ, რომ ფორუმი შექმნის რეალურ საფუძველს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარც ვენეციის კომისიას, არც არავის არ აქვს უფლება ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიო- უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი
შემდეგი სტატიადავით ბაგრატიონ-მუხრანელი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის შვილის ცემის კადრების გამოქვეყნებით ემუქრება