“არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით”

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 19:06

“არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით”

არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით, – ასე მიმართა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პარლამენტის ტრიბუნიდან, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს უსმენენ.

სესაიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობის სტილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში შესვლას „ვერც კი გაბედავდა“

„თავს არ გესხმით, ბატონო გიგა. თქვენს გამოსვალში თქვით, რატომ გაიხსენა სესიაშვილმა წარსულიო. მე გეტყვით, რატომაც გავიხსენე. მაშინ ბევრი თქვენგანი დეპუტატი იყო, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი და ზოგიერთი მინისტრის მოადგილეც კი იყო. თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით. არც საპარლამენტო კონტროლს ახორცილებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით. თქვენი სლოგანი ხომ გახსოვთ, „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“. ლაპარაკი რომ შეგიძლიათ, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მე მინდა, რომ თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ. დავიწყოთ კორუფციით. დღემდე გველაპარაკებით, რომ ოკუპანტისგან მომდინარე საფრთხეები ძალიან სერიოზულია და ქვეყანას სჭირდება, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს შესაბამისი ბიუჯეტი, ფინანსები იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობა გააძლიერო. ვკითხულობთ აუდიტის დასკვნას – 2012 წლამდე ვინ შეუშვებდა აუდიტს თავდაცვის სამინისტროში, ამას ვინ გაბედავდა. თქვენს მიერ დანიშნული აუდიტის სამსახური დებს ასეთ დასკვნას და ამბობს, რომ რომ გახარჯულ 800 მილიონზე მიღება-ჩაბარების აქტი არ დასტურდება, 700 მილიონი არის ოფშორულ ზონებში გადარიცხული და ქვეყანაში არანიარი პროდუქცია არ შემოსულა. ეს არის თქვენი რეალური სახე“, – განაცხადა სესაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2019 19:06

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics