კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია – არა!

კითხვაზე, მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა, ჩემი პასუხია – არა! – განაცხადა პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ „ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.

„თქვენ ჩემი პოზიცია იცით, რომ რუსეთი არის მთავარი საფრთხე ცივილიზებული სამყაროსათვის. ჩვენ კონკურენტულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც განსაკუთრებით ნატოსთვის ეს საფრთხე არის მწვავე. შესაბამისად, შეკავებისა და თავდაცვის განახლებული პოლიტიკა, რომლის ერთგულებიც ჩვენ ჩვენი რეფორმებით ვართ, იმას ემსახურება, რომ ამ კონკრეტული საფრთხის შეკავება მოხდეს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშიქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ბავშვთა განვითარების ხელშემწყობი დღის ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატია“არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით”