,,არავის გაუგონია, ასე რიგად უტევდნენ ხელისუფლებას არასამთავრობოები”-ვოლსკი

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 15:24

,,არავის გაუგონია, ასე რიგად უტევდნენ ხელისუფლებას არასამთავრობოები”-ვოლსკი

არავის გაუგონია, ასე რიგად უტევდნენ ხელისუფლებას არასამთავრობოები, ამის მიზეზი პოლიტიკური პლატფორმით დამუხტვაა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას, პარლამენტის წევრებმა ნდობა არ გამოუცხადონ გახარიას კანდიდატურას პრემიერის პოსტზე.

„​სამწუხაროდ, საზოგადოებაც არსებობს ორად გაყოფილი. კიდევ კარგი, ტოლ ნაწილებად არა. საზოგადოების ბევრი ნაწილი გამოვა და თავის ოპოზიციურ დამოკიდებულებას გამოხატავს მთავრობის შემადგენლობის მიმართ. ამაში გასაკვირი არაფერია. მართლაც, არასდროს გაუგონია ვინმეს მსოფლიოში, არასამთავრობო ორგანიზაციები ასე რიგად და ასე ოპოზიციური პლატფორმით დამუხტულები უტევდნენ ხელისუფლებას. ასეთი რამ გამორიცხულია. პოლიტიკური პლატფორმით დამუხტვა არის ამისი მიზეზი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, ნდობა არ გამოუცხადონ გახარიას კანდიდატურას.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ვიდრე მკაფიოდ არ დადგინდება 20-21 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეზე მინისტრის პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს გახარიას აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისგან. ამასთან განცხადებაში ნათქვამია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ზრდას და შექმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.

region
ავტ.: region სექტემბერი 6, 2019 15:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,139
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics