“მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემ საგარეო ორიენტაციას

mechiauri“მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემ საგარეო ორიენტაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების სწრაფვა ნატოსკენ არარეალურია.

„მე არასოდეს მითქვამს, რომ მინდა სიაში ვიყო და ამისთვის ვირჩევ ჩემ საგარეო ორიენტაციას. მე მიმაჩნია სწორად ის, რასაც ვამბობდი. მიმაჩნია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლების და წინა ხელისუფლების სწრაფვა ნატოსკენ არარეალურია. პრემიერი ლოგიკურ განცხადებას აკეთებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის აფიქსირებს თავის ხედვას და მკვეთრად ემიჯნება იმ ხალხს, რომელთაც იგივე ორიენტაცია არ აქვთ. ეს ლოგიკურია და ამით ფაქტობრივად, ის უფრო ახლოს არის ამ თავისი გადაწყვეტილებით ,,რესპუბლიკურ პარტიასთან“ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ევროატლანტიკურ თავის ხედვას აფიქსირებენ და მე მიმაჩნია, რომ ეს არასწორი და არალოგიკურია. თუმცა მას აქვს ამის უფლება”, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ის პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი იქნება, გუნდში არ იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ეჭვები საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე.

banner
წინა სტატიაში“გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში”
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა