არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე – ზურაბიშვილი

არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე–განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე და აღნიშნა, რომ მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე მის პოზიციასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე არ ვარ და არასდროს ვიქნები მარიხუანას ლეგა​ლიზების მომხრე. მე ვარ დედა და ბევრი დედა მოვიდა ჩემთან ამ საკითხით. მე ვიზიარებ მათ მწუხარებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნის მომავალი არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდები ზოგჯერ უნდა დავიცვათ საკუთარი თავისგანაც და მე ვიქნები ის პრეზიდენტი, ვინც ამას გააკეთებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია აბაშიძე: დემოკრატიის პირობებში სამთავრობო ან, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა ტაბუირებული არ არის
შემდეგი სტატია„კურიერის“ ჟურნალისტს ეკა გაგუას და ოპერატორს ლევან კალანდიას სცემეს