არასამთავრობოები – სასამართლოს გადაწყვეტილების ამ ფორმით აღსრულება არასწორია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ძალისმიერი მეთოდებით დაპატიმრებას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რამაც პოლიტიკური პროცესები ჩიხში შეიყვანა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

“სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ამ ფორმით და ძალისმიერი მეთოდებით, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. იმიტომ, რომ ფაქტობრივად ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური ძალის ხელმძღვანელი და ლიდერი დააკავა, რაც ოპოზიციის შემდგომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას გამორიცხავს და რა თქმა უნდა, ჯანსაღ პროცესებზე ვეღარ ვისაუბრებთ”,- თქვა საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშინედ პრაისი – დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – პროტესტი იქნება უმწვავესი – უნდა ველოდოთ ყველაფერს