არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ სოციოლოგიურ კვლევას იწყებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“სოციოლოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც ჩაერთვებიან 18-21 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კლუბების, ორგანიზაციებისა და გაერთიანების მუშაობას უმაღლესი სასწავლებლების ბაზებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის დაიწყება 16 ოქტომბერს და 10 ნოემბერს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 15 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა