არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრი“ ახალ სოციალოგიურ კვლევას იწყებს, რომელშიც ჩაერთვებიან 15-18 წლის ახალგაზრდები. კვლევის მიზანია, გამოკვეთოს ახალგაზრდების შეხედულება ნატო-სა და ევროკავშირის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
ასევე, კვლევა შეაფასებს ახალგაზრდების ჩართულობასა და ახალგაზრდული კვლევების მუშაობას სკოლებისა და უნივერსიტეტების ბაზებზე ევრო-ატლანტიკური საკითხების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ორგანიზაცია „ევროპული ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით წელიწადში ორჯერ იმართება. ის 31 მარტს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება. კვლევის შედეგების პრეზენტაცია კი 20 აპრილს მოხდება.