არაფერ სერიოზულს და არსებითს არ შეიძლება, ველოდეთ – ბოკერია რიგგარეშე სესიაზე

“არაფერს არსებითს და სერიოზულს არ შეიძლება, რომ საზოგადოება ველოდეთ ამ სხდომისგან, მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა. სრულიად გაუგებარი და მიუღებელი არის ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და სხვა საპარლამენტო ჯგუფების ასეთი მონდომება, მოლოდინი შეუქმნან საზოგადოებას, რომ ამ გზით შეიძლება რამე გამოვიდეს და შემდეგ მორიგ ჯერზე თქვა, რომ კიდევ ერთხელ ამხილა საკუთარი თავი ივანიშვილის რეჟიმმა. ეს არასერიოზულია და ამას საზოგადოება სერიოზულად ვერ მიიღებს.

ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ ის მარტივი მძიმე ჭეშმარიტება – სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა ფლობს ძალაუფლებას, მანამდე ჩვენ ვერ გადავდგამთ ჩვენთვის ისტორიულად საჭირო ნაბიჯს თავისუფალი სამყაროსკენ, ჩვენი თავისუფლებისკენ და უსაფრთხოებისკენ. ეს არის რეალობა და ზურაბიშვილის განცხადებებიც მეათასეხარისხოვანია ამ ვითარებაში. მოვა ის დღე, როცა საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა აქტიურად დაიკავებს პოზიციას არჩევნებისთვის და არჩევნებზე ამ რეჟიმის ჩამოსაცილებლად და მაშინ ვიფიქროთ, რომელი ფიგურა შეძლებს, რომ რაღაც ინსტრუმენტი მაინც იყოს ამ რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების პროცესში.” – ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.

წინა სტატიაშიპრეზიდენტი – ბულინგის“ და ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს, მადლობა ზრუნვისთვის – სესია სრულიად გამართლებულია, ახლა გამართლებული არ არის შესვენება
შემდეგი სტატიაგვინდა, ვუთხრათ საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებული ვართ მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან და ქართველ კოლეგებთან პარლამენტში – კრამონი