გვინდა, ვუთხრათ საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებული ვართ მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან და ქართველ კოლეგებთან პარლამენტში – კრამონი

ექვს კოლეგასთან ერთად და კომიტეტის თავმჯდომარესთან დევიდ მაკალისტერის ხელმძღვანელობით ვეწვევით საქართველოს. ეს იქნება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მისია ბაქოში, თბილისსა და ერევანში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

კრამონის თქმით, მათ სურთ, უთხრან საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებული არიან მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან და ქართველ კოლეგებთან პარლამენტში.

„ჩვენ გვინდა, ვუთხრათ საქართველოს, რომ ძალიან დაინტერესებული ვართ მჭიდრო თანამშრომლობით ხელისუფლებასთან, ქართველ კოლეგებთან პარლამენტში. ძალიან ბევრი საერთო ინიციატივაა მაგიდაზე. ჩვენ გვაინტერესებს 12 პირობის შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა. გვინდა, ამ პირობების შესრულება ვიხილოთ. შარლ მიშელის დოკუმენტი ჩვენთვის ისევ საბაზისო დოკუმენტია და ასევე ჟან მონეს დიალოგი“, – განაცხადა კრამონმა.

banner
წინა სტატიაშიარაფერ სერიოზულს და არსებითს არ შეიძლება, ველოდეთ – ბოკერია რიგგარეშე სესიაზე
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილმა გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან