არაოფიციალური ინფორმაციით, ბლოკირებულ ბინაში მყოფი ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმის მიერ ბლოკირებულ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი იმყოფება, რომლებიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები არიან.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოში, სავარაუდოდ, არალეგალურად შემოვიდნენ.

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ეროვნებით ჩეჩენი 3 პირია. ისინი, სავარაუდოდ, არიან “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები და არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში“, – წერს kvirispalitra.ge “კვირის პალიტრის” ანალიტიკოს ნინო ბურჭულაძეზე დაყრდნობით.

ამასთან, ბურჭულაძის ინფორმაციით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ჭიანურდება იმის გამო, რომ ბინაში შესაძლოა იყოს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

banner
წინა სტატიაშიბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის
შემდეგი სტატიაკორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლის და აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა