“არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა” – ცესკო ზურაბ ტყემალაძეს პასუხობს

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერი ანა მიქელაძე, ზურაბ ტყემალაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია ვერ იქნებოდა მიღებული, რადგან შემოტანის ვადა უკვე გასული იყო. მისივე თქმით, ზეწოლაზე საუბარი არასწორია, რადგან არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი.

“ვადის ამოწურვის შემდგომ, კანცელარიამ დაასრულა მუშაობა 6 საათზე, როგორც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში თუ კი ვადის ამოწურვის შემდგომ იყო კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნებოდა მიღებული და ჩაბარებული ვინაიდან, განცხადებების შემოტანის ვადა იყო უკვე გასული. ზეწოლაზე საუბარი მგონი არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ ნამდვილად ზეწოლა არ ხორციელდება. თუ განხორციელდება რაიმე ტიპის ზეწოლა ოდესმე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცნობილი, მაგრამ არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა. რაც შეეხება კონკრეტულ ზარებს, მე ვერ გეტყვით, ამ შეხვედრას არ ვესწრებოდი“ – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს ბედი სავარაუდოდ, ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის. დილით გამართული შეხვედრის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გამოსულმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტიაში აღიარებენ დარღვევას, თუმცა ეს ხარვეზი გამოსწორებულია.

გუშინ პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამუშაო დღის დასრულებამდე ვერ მოასწრო საარჩევნო სიის წარდგენა და ცესკოში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განაცხადეს.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) ესპანეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ამ დოკუმენტით ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს მომავლის ხედვა