“არაკაცი ხარ”- გიორგი ოქროპირიძემ პროკურატურის მოწმეს მიმართა

არაკაცი ხარ, – ასე მიმართა ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ პროკურატურის მთავარ მოწმეს ვლადიმერ ბერძენიშვილს საქალაქო სასამართლოს დარბაზში შესვლისას. ბერძენიშვილი საქმის მასალების მიხედვით, მახარაძის მკვლელობის მომენტში ოქროპირიძესთან ერთად იმყოფებოდა და მასთან მეგობრობდა. სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, იგი სასამართლოს ჩვენებას აძლევს.
მოწმის დაკითხვისას ბრალდებულმა ოქროპირიძემ მოსამართლისგან რამდენიმე შენიშვნა მიიღო. მოწმის დაკითხვა ხმაურით მიმდინარეობდა. ბრალდებულის ძველ დანაშაულზე საუბრისას, რომლის დროსაც რამდენიმე წლის წინ ლევან თალაკვაძე მოკლეს და აღნიშნულისთვის ოქროპირიძეს პატიმრობა მიესაჯა,
ბრალდებულმა დარბაზში ტანზე გაიხადა და ნაფიც მსაჯულებს ჭრილობაზე მიუთითა. კერძოდ, მოწმე ბერძენიშვილმა პროკურორის შეკითხვის საპასუხოდ, აღნიშნა, რომ ლევან თალაკვაძეს იცნობდა და იცოდა, რომ ოქროპირიძეს მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, შემდეგ კი უთანხმოება მოუვიდა. ტანსაცმლის გახდის მოტივად ბრალდებულმა ის გარემოება დაასახელა, რომ ძლივს გადარჩა. მოსამართლემ მას გაფრთხილება მისცა და აღნიშნა, რომ თუკი ხელს შეუშლის პროცესის მიმდინარეობას, სხდომიდან გააძევებს.

banner
წინა სტატიაში“ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს “
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: პატრიარქისთვის შეწყალების უფლების ქონა, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება