არა რუსულ კანონს! – ორშაბათს, 19:00 საათზე, აქცია ზუგდიდშიც გაიმართება

არა რუსულ კანონს! – ამ ლოზუნგით ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც, “სამოქალაქო სოლიდარობის ფონდია”.

“ხელისუფლება ცდილობს შარშან უკომპრომისო ბრძოლით მოპოვებული გამარჯვების წართმევას. ის თავიდან ცდილობს გაიტანოს რუსული კანონი და საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი.

15 აპრილს ორშაბათს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით ზუგდიდის სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე. ერთად ვაჩვენოთ ქართულ ოცნებას, რომ არ მივცემთ ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლის უფლებას!

#არარუსულ კანონს”, – წერენ აქციის მონაწილეები.

banner
წინა სტატიაშიებრაჰიმ რაისი – ირანის სულიერი ლიდერის დაპირებისამებრ, აგრესორი დაისაჯა
შემდეგი სტატიარუსი ტერორისტები ემზადებიან მორიგი პროვოკაციის განსახორციელებლად ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე