თეოლოგი გოჩა ბარნოვი – არის რუსული გავლენები, რომელიც დამანგრეველად მოქმედებს საპატრიარქოზე

“არის რუსული გავლენები, რომელიც დამანგრეველად მოქმედებს საპატრიარქოზე”, – ასე აფასებს თეოლოგი გოჩა ბარნოვი საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ კრიზისს.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესებსა და მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებებზე კი ამბობს, რომ მიტროპოლიტს ერთპიროვნულად ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.

“ის ქმედებები, რომელიც განახორციელა მეუფე სტეფანემ თავის ეპარქიაში არის არაკნონიკური, იმიტომ, რომ მღვდლის ან დიაკვნის განკვეთა არ არის ერთი ეპისკოპოსის პრეროგატივა. ესაა სინოდის საქმე. საპატრიარქოში ათწლეულებია ღრმა კრიზისია. ამის უამრავი მიზეზი არსებობს, რა თქმა უნდა, არის რუსული გავლენები, რომელიც დამანგრეველად მოქმედებს საპატრიარქოზე. არის ეპისკოპოსების არაკომპეტენტურობა და გაუნათლებლობა, სინოდის როლის დაკნინება და სასამართლოს არ არსებობა – ეს ფაქტორები არის დამანგრეველი საპატრიარქოსთვის”, – ამბობს თეოლოგი.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაში“არა პოლიტიკურ და-ЗАМОК-ებას!” – არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შექმნეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს (GNIC) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა