“არ ვარ მოტივირებული ჩავერთო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ”

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საკითხის გადაწყვეტაში მისი უწყება არ ჩართულა.

 

მისი თქმით, მისი უწყება გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. აგულაშვილის თქმით, ის საკუთარ შეფასებას პარასკევს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დააფიქსირებს.
“პარლამენტს პატივს ვცემ, თუმცა არ ვარ მოტივირებული ჩავერთო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ ჩემთვის და სამინისტროსთვის განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. მე ვერ გავხდები პასუხის გამცემი იმ კითხვებზე, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არ შემოდის. პარლამენტის იმ წევრებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენი დაბარება, კეთილი ინებონ და საკანონმდებლო აქტით აღჭურვონ სამინისტრო იმ უფლებამოსილებით, რაც მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში სამინისტროს ჩართულობას გულისხმობს. ამ პროცესში სამინისტრო ერთი წამითაც არ ყოფილა ჩართული. დაინტერესებულ პირებს მერიის შესაბამისი სამსახურებისთვის უნდა მიემართათ, რომლებიც მიიღებენ ადეკვატურ გადაწყვეტილებას. მე პატივს ვცემ ინსტიტუტებს, პარლამენტს, პარლამენტარებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს, თუმცა არანაირად არ ვარ მოტივირებული და მსურველი იმის, რომ ჩავერთო, ჩემი აზრით, იმ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვას აპირებენ. რა თქმა უნდა, სამინისტრო თავის პოზიციას დააფიქსირებს და შეძლებისდაგვარად, თავის კომპეტენციის ფარგლებში კითხვებს პასუხს გასცემს”, – განაცხადა აგულაშვილმა და დასძინა, რომ პროცესები ხელოვნურად პროვოცირებულია.
banner
წინა სტატიაში,,სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება”
შემდეგი სტატიაკალიფრნიაში 21 წლამდე ახალგაზრდებზე სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა