არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა – კობახიძე

არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც ოპოზიციამ შემოგვთავაზა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარი კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი განაცხადა ევროკავშირს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ დღის საკითხებთან დაკავშირებით მმართველ გუნდს პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს.

„სავარაუდო დღის წესრიგი ჰქონდა ოპოზიციას შედგენილი, წარმოდგენილი იყო ოთხი საკითხი. ოთხივე საკითხზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული. პირველი, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, წელს არ ვაპირებთ მეორე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვას, ამაზე მყარი პოლიტიკური პოზიციაა. რაც შეეხება ანტიკორუფციას და სასამართლო საკითხებს, ამასთან დაკავშირებით შექმნილია ორი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი და წარვადგინეთ კონკრეტული ვადები, შემჭიდროებული ვადები, რა ვადებშიც მოხდება შესაბამისი კანონპროექტების ინიცირება და მიღება. ეს ვადები არ უკავშირდება მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არდადეგების პერიოდს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, არ ვაპირებთ იმ სპექტაკლში მონაწილეობას, რომელიც შემოგვთავაზა ოპოზიციამ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს ემსახურება სიმართლის დაცვას, კონკრეტული პერსონის კი არა – მდინარაძე პრემიერის წერილზე
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან – კობახიძე