არ უნდა მოხდეს საკითხის პოლიტიზირება- ჯანდაცვის მინისტრი გერმანიაში დასაქმებულებზე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გერმანიაში დროებით დასაქმებული ქართველების საკითხს გამოეხმაურა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არ მოხდეს საკითხის პოლიტიზირება.

ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო შესაბამის უწყებებთან ერთად მუშაობს, რომ საქართვლოს მოქალაქეების უფლება დაცული იყოს.

“გერმანიასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაიწყო საქართველოს მხრიდან და ჩვენ გვყავს არაერთი პარტნიორი, როგორც გერმანიის სახით, ისე ისრაელი, საფრანგეთი და კიდევ არის მზაობა სხვა ქვეყნებიდანაც, რათა მოხდეს ლეგალიზება ჩვენი მოქალაქეების დასაქმების. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების დაცულობისთვის.

მას შემდეგ, რაც გარკვეული უკმაყოფილება დაფიქსირდა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გერმანიის დასაქმების მიმართ, მყისიერად მოხდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, კერძოდ დასაქმების სააგენტოდან და მათი მხრიდან მოხდა შესაბამისი რეაგირებები, რის შემდეგაც დამსაქმებელს დაევალა, რომ გაუმჯობესებულიყო დასაქმებულების პირობები, ასევე მოხდა ამ დასაქმებულების გადაყვანა სხვა დამსაქმებელთან, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს სრულად დაცული”,- თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – ჩვენი შეთავაზებაა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს ოქტომბრის პირველ შაბათს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ სენატორ ჯიმ რიშთან შეხვედრა გამართა