არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის – მდინარაძე

არ შეიძლება, ვაშაძის საქციელი შევაფასო, რადგან რადიკალურ ოპოზიციაში როლები დაინაწილეს – ზოგი ფსკერზეა და ზოგი ფსკერს ქვემოთ, ეს „ბოლშევიკური ტროიკა“ ფსკერს ქვემოთ არის, რასაც ისინი ლაპარაკობენ, რა ნარატივსაც ალაგებენ, ფსკერს ქვემოთ არიან, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ ადამიანების შეფასება, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ რადიკალიზმში ეჯიბრება, რთულია.

„როგორც კი, ჩემი მხრიდან სერიოზული შეფასება იქნება, ისინი შეიძლება, ფსკერზე ამოტივტივდნენ, მაგრამ ფსკერს მაინც ვერ ასცდებიან. თავისი ნარატივით არიან ერთი რუსული მდგმურები, მეორე რუსული რუბლებით და მესამე შარვალჩახდილია. ეს არის მათი სიმბოლიზმი, მაგრამ ამის მიღმა მათი ქმედებაც ამ სიმბოლიზმში რელევანტურად ჯდება. ომისა და ღალატის პარტიას, „ნაცმოძრაობას“ რომ რადიკალიზმში შეეჯიბრებით, შემდეგ მათი შეფასება რთულია“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკვე სირცხვილია, სერიოზულად ვილაპარაკოთ იმაზე, ილია ჭავჭავაძე ხომ არ აკმაყოფილებს დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებსო – მდინარაძე
შემდეგი სტატიასაქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გეგმებს გაეცნო