არ შეიძლება ციხის საავადმყოფოში გადაყვანა – ექიმი ვახტანგ ქაცარავა მიხეილ სააკაშვილზე

პულმოლოგი ვახტანგ ქაცარავა ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან საშიშია და მას თანმხლები დაავადება კიდევ უფრო ართულებს. მისი თქმით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაუშვებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხის საავადმყოფოში

“ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფება მესამე პრეზიდენტი. წარმოიდგინეთ ამდენი დღე შიმშილობს. ეს ერთ მომენტი, მეორე თანმხლები დაავადებაც გააჩნია, რომელიც ძალიან ვერაგი დაავადებაა და ამის ფონზე, რა თქმა უნდა არ შეიძლება ციხის საავადმყოფოში. მით უმეტეს, მე მოვუსმინე უფლებადამცველის ანგარიშს და იქაც ცალსახად წერია, რომ ამის დაშვება არ შეიძლება სხვა კომპეტენცია სჭირდება, უფრო მაღალი კომპეტენცია, აღჭურვილობა სჭირდება როგორც წერია, ექსპერტთა დასკვნებში და წარმოუდგენელი მეჩვენება რომ ციხის პირობებში უმკურნალოთ- ამბობს ვახტანგ ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია
შემდეგი სტატიაკალაძე – დარწმუნებული ვარ, 27 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა და დააფიქსირებს მხარდაჭერას