“არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე”-ბაქრაძე

“დღეს ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული ჩემს კომენტარებში, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ საბაბი” – აცხადებს “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტისთვის კენჭისყრის კიდევ ერთხელ გადადებაზე.

“ეს ხდება ერთადერთი მიზეზით – არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე გადასვლის, ამიტომ დღესაც, კიდევ ერთი დღე ვიქნები მაქსიმალურად თავშეკავებული, რომ არავის მიეცეს საბაბი. რაც არ უნდა იყოს, არის ეს აჯანყება, არის ეს სპექტაკლი, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გუნდმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, რომ მათ არ აქვთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უნარი და ეს იქნება ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს, დაველოდოთ კენჭისყრას” – თქვა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ”
შემდეგი სტატია“შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება