“საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ”

საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ ჩააგდებენ, ეს იქნება მიზანმიმართული პროვოკაცია საზოგადოების წინააღმდეგ, მათ არავინ ექაჩებიდათ ეს ვალდებულება აეღოთ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.

„მოთხოვნები იყო, მაგრამ ეს მოთხოვნა დღის წესრიგში იდო და ძვრა არ ჰქონდა, ვიდრე ირაკლი კობახიძის სიბრიყვის გამო, სამარცხვინოდ არ ვიხილეთ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. გავრილოვი ალბათ ყველაზე უფრო რადიკალურია იმ აგრესიაში და სიძულვილში, რომელსაც ის გამოხატავს საქართველოს მიმართ. არსებობს საერთაშორისო ურთიერთობა, სადაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოზიცია და რაღაც რეალობას ვერ გავექცევით. ეს არ ნიშნავს, რომ გავრილოვი ჩავსვათ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს რომ ასე მოხდა ესეც ირაკლი კობახიძის ბრალია. თუ რამე პრეტენზია აქვს დიმიტრი ხუნდაძეს, პრეტენზია ირაკლი კობახიძეს უთხრას, მისი სიბრიყვის გამო არის დღეს, რომ ამ მდგომარეობაშია „ქართული ოცნების“ ნაწილი. ეს მათი თავისტკივილი და პრობლემაა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა”-გიორგი გახარია
შემდეგი სტატია“არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე”-ბაქრაძე