“შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა”- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“კახეთში, სოფლებთან – ართანასა და ფშაველთან, ალპურ ზონაში შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა. ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ართანასთან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სხვა კერებზე ტარდება მონიტორინგის სამუშაოები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები საჭირო რეაგირებისთვის მზად არიან.ამ დროისთვის, ხანძრის ტყის მასივზე ან სოფლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.”-ნათვქამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

banner
წინა სტატიაში“არ მივცეთ საბაბი უმრავლესობას, რომ ოპოზიციის კონფლიქტის საბაბით ჩააგდონ და არ მიიღონ გადაწყვეტილება პროპორციულზე”-ბაქრაძე
შემდეგი სტატიაეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად ლევან იზორია დაინიშნა