“არ მიკვირს იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც გამოირჩევიან მედიაზე ტერორით”

“იმ დესტრუქციული ჯგუფების მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში ძალადობდა მედიაზე, რომელიც საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, საერთაშორისო პარტნიორების შეფასების მიხედვით, გამოირჩევა მედიაზე ტერორით, ტელევიზიების დახურვით, ჟურნალისტების ცემით, ამ ადამიანებისგან, ასეთი ჯგუფებიდან ასეთი კომენტარები არ მიკვირს, თუმცა, არ ვაპირებ ასეთი დესტრუქციული ჯგუფების კომენტარებზე დამატებით კომენტარების გაკეთებას.

ხელისუფლების ამოცანაა, რომ მედიაპლურალური გარემო იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში და მედია პლურალიზმი ამ მხრივ უზრუნველყოფილია. ჩვენი ამოცანაა ასევე, რომ ყველა მედიასაშუალების მიმართ მოპყრობა იყოს სამართლიანი, თანაბარი. რაც შეეხება კონკრეტული უწყების გადაწყვეტილებას, ეს არის მისი და კონკრეტული მედიის საკითხი, თუ რაზე შეთანხმდებიან. ეს უკვე კონკრეტული უწყების გადასაწყვეტია, რომ სამართლიანი და თანაბარი პირობები რეალურად განხორციელდეს, დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაში6 მილიონის ღირებულების ნარკოტიკის დამზადება-გასაღების ბრალდებით შსს-მ დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა
შემდეგი სტატიაპირობით მსჯავრდებულები პრობაციის სააგენტოს სერვისების მიღებას იუსტიციის სახლში შეძლებენ