,,არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაცმოძრაობის“ მიმართ – ჩემი ხედვა 2005 წელს იპოდრომზე გამოვთქვი და ეს არ შეცვლილა”

მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ჩემი ხედვა მე გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ბანერებთან „არა ნაცებს – არა ბოროტებას“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მისი პოზიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით მთელ საქართველოს ახსოვს.

„ორ რამეს ვიტყვი. ჯერ ერთი, ამ დღეებში არ არის დაწყებული აგრესიული კამპანია, ეს დაიწყო ორ თვე ნახევრის წინ ჩემს წინააღმდეგ, რასაც არ ვიცი თქვენ როგორ აფასებთ. მეორე, მე არაფერს ვაფასებ. ჩემი წილი კამპანიის პირველი დღიდან არის ევროპული კამპანია და ეს გრძელდება. მე, არ მჭირდება პლაკატებზე ავიტანო ჩემი ხედვა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მე, ჩემი ხედვა გამოვთქვი იპოდრომზე 2005 წელს და ეს არ შეცვლილა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო ბანერები გამოიფინა. ბანერებზე წარწერით – “არა ნაცებს, არა ბოროტებას!”, გამოსახული არიან: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, დათა ახალაია, ზურაბ ადეიშვილი, ნიკა გვარამია, მეგის ქარდავა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

banner
წინა სტატიაშიშეუძლებელია, რომ “ქართუმ“, რომელსაც 900 მილიონიდან – 1 მილიარდამდე სასესხო პორტფელი აქვს, მილიარდ ნახევრის უიმედო სესხები საკუთარ თავზე აიღოს
შემდეგი სტატიაუგულავა აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას ეხმაურება