“არ მჭირდება ამერიკელი და ევროპელი იმის დასანახად, რომ საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე”

region
ავტ.: region თებერვალი 13, 2020 15:55

“არ მჭირდება ამერიკელი და ევროპელი იმის დასანახად, რომ საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე”

სპექტაკლების შემხედვარე ქართველსაც, ევროპელსაც და ამერიკელსაც ექმნება ძალიან მკაფიო განცდა, რომ არის პოლიტიკური დავალება, რომელიც სრულდება პროცედურული წესების ფორმალური დაცვით, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არავინ ამბობს, გიგი უგულავას დედაქალაქის მერობის დროს არაფერი გაუფუჭებია, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მისი დაჭერა მოხდა ახლა.

„გიგი უგულავა იყო დაჭერილი, იხდიდა სასჯელს და არ მქონია განცდა, რომ ის იყო მსხვერპლი, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეს ეუბნება, ექვსი წელი დამჭირდა შენს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკციისთვის, მაშინ როცა არაფერი არ შეცვლილა, უცებ, როდესაც პოლიტიკური ვითარება მწვავდება, გამახსენდება, მივხვდი, რომ თავის დროზე ლმობიერად დამისჯიხარ და შენ სხვა დანაშაული გქონია ჩადენილი, ეს აჩენს კითხვას ყველაში. მივმართავ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ვისაც გაუხარდათ უგულავას ციხეში ჩასმა, მათ სჯერათ, რომ ეს მოხდა დამოუკიდებელი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ სჯერათ, რომ ბოლოს და ბოლოდ ივანიშვილმა დაიწყო დამნაშავე ნაცების დასჯა. მე ვაფასებ იმას, რასაც ვხედავ, ევროპელი და ამერიკელები აფასებენ იმას, რასაც ხედავენ. თუ ვინმე ჩამოვა და ახლოს შეისწავლის, ისინი თავისას გვეტყვიან. ევროპარლამენტარი და ამერიკელი კონგრესმენი ჩემთვის არის დამატებითი ინფორმაციის წყარო თუ არგუმენტი. არ მჭირდება ამერიკელი და ევროპელი, რომ დავინახო, საქართველოში ძალიან ცუდადაა საქმე, კერძოდ, სასამართლოში და სახელისუფლებო კულუარებში, სადაც ყველაფერზე წამსვლელები არიან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

region
ავტ.: region თებერვალი 13, 2020 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,540
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics