„არ მაინტერესებს დნმ, თუ პრინცესა უნდა გვყავდეს, იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი“ – ნიკა გვარამია

ისტორიული სასამართლო დავა – ბაგრატიონები ბაგრატიონებს გვარის გაყიდვაში ბრალს დებენ.

ერთ-ერთი დაპირისპირებული მხარის ადვოკატის განცხადებით კი საპატრიარქოს მიერ ცატარებული დნმ-კვლევის ტანახმად ნუგზარ ბაგრატიონი სინამდვილეში გვარად სიხარულიძეა.

აღნიშნულს „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელშ ეხმაურება:

„მე არ ვიცი სიხარულიძეა თუ ბაგრატიონი, მაგრამ ანა არის მაღალი კლასი. სტუდენტობისას მახსოვს, მეგონა ასხივებდა, ისეთი განსაკუთრებული სილამაზე ქონდა (მის დასაც).

რაც ამ გოგოს გადახდა: ჯერ ძალით მიათხოვეს ვიღაც შარლატანს და ლამის სახელმწიფო დონეზე გადაუწყვიტეს, რომ მისგან შვილი უნდა გაეჩინა. არ თქვათ ახლა, მერე რატომ გაყვაო. ასეთ ძლადობას 99% ვერ გაუძლებდა. მერე გაყრა (აღმოჩნდა, რომ ჩვენი პრინცი ძლადობას არ თაკილობს) და სკანდალი. და ახლა სიხარულიძე თუ ბაგრატიონი.

არ მაინტერესებს დნმ, საერთოდაც, სასაცილო სიფსიხედ მეჩვენება მონარქიის იდეა, მაგრამ მაინც:

ჩემი მხარდაჭერა ანა ბაგრატიონს. თუ პრინცესა უნდა გვყავდეს (ფორმალურად, ცხადია), იყოს მაღალი კლასის ანა ბაგრატიონი. ის საოცრება დეგრადიული პრინცი არაფერში არ წერია“, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულმა ანა აროშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
შემდეგი სტატიამედიაციის ინსტიტუტის შექმნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს