არ გამოვრიცხავ, საგამოძიებო ორგანომ მელიას იძულებით წარდგენა მოითხოვოს და სპეცოპერაციისმაგვარი დადგან – სამუშია

პარტია “ლელო საქართველოს” წევრი, ლევან სამუშია გადაცემა “დღის სტუმარში” ამბობს, რომ ნიკა მელიას სუს-ში დაბარებით ვერ დააშინებენ და ეს “ოცნებამ” კარგად იცის.

“რეჟიმის შიში, შიშიდან გამომდინარე, არ ერიდებიან ღია პოლიტიკურ დევნას. ყოველ წელს და ყოველი არჩევნების წინ დაანონსებული სახელმწიფოს გადატრიალების საქმეები, შემდეგ ამ საქმეებზე მოწმეების დაკითხვა. ნიკას და მამუკა ხაზარაძეს რომ ვერ დააშინებენ და ვერცერთ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, ვინც ამ უთანასწორო ბრძოლაში არის რეჟიმთან შესული, ყველამ კარგად ვიცით. აქ მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს აყურებინებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროტესტი აქვთ შიმშილის გამო, პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო, იმის გამო, რომ კოვიდით ათობით ადამიანი კვდება ყოველდღე და უნდათ, რომ ტერორში ამყოფონ. ამით უგზავნიან ღია მესიჯს მოქალაქეებს, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი.

არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგ სასამართლოს მიმართოს საგამოძიებო ორგანომ და ნიკა მელიას გამოძიების წინაშე იძულებით წარდგენა მოითხოვონ და სპეცოპერაციისმაგვარი დადგან”,- ამბობს ლევან სამუშია.

banner
წინა სტატიაშისადაც გინდა გადამიყვანეთ – მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ – სააკაშვილი ივანიშვილს
შემდეგი სტატიანონიაშვილი – „ქართული ოცნება“ წავიდა დემოკრატიზაციის და დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ, რის გამოც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვიღებთ მკაცრ განცხადებებს