“არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე “

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი და დედაქალაქის მერი, ოპოზიციაში წასვლას არ გამორიცხავს.

განცხადება ამის შესახებ კალაძემ, TV “პირველის” ეთერში გააკეთა. კითხვაზე რა რეაქცია ექნებოდა, ოპოზიციაში ყოფნისას ხელისუფლებისგან რომ მოესმინა იგივე, რაც დღეს კალაძემ ოპოზიციაზე თქვა — “ვისაც გადატრიალება უნდა, საწოლში გადატრიალდესო”, კალაძემ უპასუხა: “მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი”.

თუმცა მერმა ასევე განმარტა, რომ მას “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნა არ უგულისხმია.

“მე “ქართული ოცნების” ოპოზიციაში არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპოზიციაში, იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება. ეს ცხადია… რა თქმა უნდა, მე გუნდის სახელით ვსაუბრობ, რადგან “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გახლავათ და საკმაოდ კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც მაქვს აღებული ჩემი ქვეყნის და დედაქალაქის წინაშე”.

banner
წინა სტატიაში“აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება” – კახი კალაძე
შემდეგი სტატიამერია ჯიხურებს აიღებს – “თბილისი არ იქნება ჯიხურების ქალაქი”