არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას – ნიკა მელია

admin
ავტ.: admin ნოემბერი 3, 2020 13:09

არ დავემორჩილები სასამართლოს გადაწყვეტილებას – ნიკა მელია

გავრცელებულ ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა თავად მელია გამოეხმაურა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით ის არ აპირებს დაემორჩილოს სასამარეთლოს გადაწყვეტილებას, მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომელის ტარებაც მას მართლმსაჯულებამ დააკისრა უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

“საარჩევნო უბნები იხსნება და მერე არბევენ კრიმინალური დაჯგუფებები არბევენ უბნებს შეიარაღებულები და არავინ აღარ ისჯება ამის გამო და არჩევნები არ ტარდება. ის, რომ გედავება ივანიშვილი სამაჯური მაჯაზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული მისი გადმოსახედიდან, მინდა დავამშვიდო, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა არ დავემორჩილები,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა.

ცნობისთვის, ნიკა მელია ელექტრონული სამაჯური რამდენიმე დღის წინ აქციაზე მოიხსნა.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური 2019 წლის 3 ივლისს დაუმაგრეს. მანამდე, 27 ივნისს მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ნიკა მელიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე წაუყენა.

admin
ავტ.: admin ნოემბერი 3, 2020 13:09